SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის ზრდისთვის

SEO სააგენტო თბილისში: გადადგი ნაბიჯი Google-ის პირველობისკენ

ვქმნით SEO სტრატეგიას, რომელიც ზრდის ორგანულ ტრაფიკს, აუმჯობესებს პოზიციებს და აქცევს ძიებას რეალურ მოთხოვნებად.

50+წარმატებული პროექტი
+220%ორგანული ზრდა
10 წელიგამოცდილება
კლიენტების ორგანული ზრდა12 თვე
საშუალო შედეგი აქტიურ პროექტებზე
თვე 1თვე 4თვე 8თვე 12
+340%
ორგ. ტრაფიკი
3X
საშ. ზრდა
9
თვე საშ.

ჩვენი პარტნიორები

10+
წლის გამოცდილება
5.0 ★
Google rating
50+
დასრულებული პროექტი
3X
საშუალო ტრაფიკის ზრდა

კომპანიის შესახებ

მარკეტინგული სააგენტო

INFINITY უკვე წლებია, რაც უმაღლესი სტანდარტის მარკეტინგულ სერვისებს ქმნის. ჩვენ ვეხმარებით ბიზნესებს, იპოვონ საკუთარი, უნიკალური ადგილი ციფრულ სამყაროში და დაიმკვიდრონ მყარი პოზიცია ბაზარზე. ჩვენს გამოცდილებას ზურგს უმაგრებს არაერთი წარმატებით განხორციელებული ადგილობრივი თუ საერთაშორისო პროექტი.

გუნდი
Infinity Solutions-ის გუნდი — ედგარ აკოფოვი და გიორგი ძველაია

გაეცანით ჩვენს SEO ქეისებს

ყველა ქეისი
იურიდიული მომსახურება

LexGeorgia

იურიდიული ფირმის ინგლისური და რუსული ვერსიების ტექნიკური და On-Page SEO: ინდექსაცია, მეტამონაცემები და შიდა ბმულები.

ქეისის ნახვა
ავტოსერვისების პლატფორმა

FixUp

ავტოსერვისების პლატფორმის ზრდა ნულიდან: გრძელვადიანი SEO მუშაობა და ორგანული ხილვადობისა და კლიკების შედეგები.

ქეისის ნახვა
ჩვენი სააგენტოს პროექტი

Infinity SEO

საკუთარი სააგენტოს საიტის ოპტიმიზაცია: შესრულებული სამუშაო და „სეო სააგენტო“ მოთხოვნის შედეგების ანალიზი Search Console-ში.

ქეისის ნახვა
ონლაინ მაღაზია

Win-Win.ge

ორგანული კლიკების +11.7% ზრდა და გაუმჯობესებული CTR — კომერციულ მოთხოვნებსა და პრიორიტეტულ გვერდებზე ორიენტირებული SEO.

ქეისის ნახვა
მრავალკატეგორიანი ონლაინ მაღაზია

Geo-Mart.ge

ჩვენებების +54.3% და კლიკების +24.4% ზრდა — პროდუქტის გვერდების ოპტიმიზაცია და შედეგები არაბრენდულ კომერციულ მოთხოვნებზე.

ქეისის ნახვა
SEO შემოწმების მაგალითი — 100 ქულა

რეალური შედეგი 3 თვეში

ჩვენი SEO სააგენტოს მიზანია თქვენი ბიზნესის ონლაინ ხილვადობის გაზრდა და კონკურენტულ გარემოში წარმატების მიღწევა.

SEO აუდიტი

ჩვენი გუნდი ახორციელებს ვებსაიტის დეტალურ SEO ანალიზს და ქმნის სტრატეგიას.

KPI მონიტორინგი

ვაყალიბებთ გაზომვად მიზნებს SEO სტრატეგიის წინსვლის შესაფასებლად.

შედეგების ანალიზი

მონაცემების საფუძველზე ვაფასებთ პროგრესს და ვგეგმავთ SEO მომსახურების შემდეგ ეტაპს.

Core Web Vitals შემოწმების მაგალითი — Passed
ჩვენი სერვისები

სრული SEO სისტემა ერთ ადგილზე

SEO აუდიტი

საიტის სრული ანალიზი, ხარვეზებისა და შესაძლებლობების გამოვლენა.

საკვანძო სიტყვები

კვლევა და სტრატეგია, რომელიც სწორ აუდიტორიას იზიდავს.

ტექნიკური SEO

სიჩქარე, ინდექსაცია, Core Web Vitals და სტრუქტურა.

კონტენტ-მარკეტინგი

ღირებული კონტენტი, რომელიც რანკსა და ნდობას ზრდის.

ბექლინკები

ხარისხიანი ბმულები, რომლებიც დომენის ავტორიტეტს ზრდის.

ლოკალური SEO

Google Business Profile და ადგილობრივ ძიებაში გამოჩენა.

როგორ ვმუშაობთ

გამჭვირვალე პროცესი, რეალური შედეგი

01

აუდიტი

ვაანალიზებთ საიტს, კონკურენტებსა და შესაძლებლობებს.

02

სტრატეგია

ვადგენთ ინდივიდუალურ გეგმას მკაფიო KPI-ებით.

03

იმპლემენტაცია

ვასწორებთ ტექნიკას, ვამუშავებთ კონტენტსა და ბმულებს.

04

მონიტორინგი

ყოველთვიური ანგარიში და სტრატეგიის კორექტირება.

რას ნიშნავს პროფესიონალი SEO სააგენტო

SEO სააგენტო არის სპეციალიზებული კომპანია, რომელიც ვებსაიტს ამზადებს Google-ის საძიებო სისტემაში მაღალი პოზიციის დასაკავებლად. Infinity SEO სრულ მომსახურებას უზრუნველყოფს — აუდიტისა და სტრატეგიის გარდა, ჩვენი გუნდი უშუალოდ ახორციელებს ტექნიკურ ოპტიმიზაციას, კონტენტის განვითარებას, შიდა ლინკინგსა და Off-Page SEO-ს. 10+ წლიანი გამოცდილებით, პროფესიონალური ინსტრუმენტებითა და 50+ დასრულებული პროექტით ვმუშაობთ რეალურ და გაზომვად შედეგებზე.

ყოველი პროექტი იწყება საიტის ღრმა SEO აუდიტით, რის საფუძველზეც მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს ვიღებთ. იხილეთ, რა არის SEO ოპტიმიზაცია დეტალურად →

სეო აუდიტი - SEO სააგენტო Infinity
დომენის ავტორიტეტის მაგალითი — Domain Rating 68

რატომ Infinity-ის SEO სააგენტო

ქართულ ბაზარზე მოქმედი SEO სააგენტოებიდან Infinity გამოირჩევა ინდივიდუალური მიდგომით - ყველა კლიენტისთვის ვქმნით უნიკალურ SEO სტრატეგიას, რომელიც მორგებულია ბიზნესის სპეციფიკაზე.

ჩვენი SEO სააგენტო არ იყენებს შაბლონურ მიდგომას. ყოველი პროექტი იწყება საიტის ღრმა SEO აუდიტით, რომლის საფუძველზეც ვიღებთ მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს.

ჩვენი მიდგომის უპირატესობები

  • გამჭვირვალე ანგარიშგება - ყოველთვიური დეტალური ანგარიში Google Search Console-ისა და Analytics-ის მონაცემებით
  • თეთრი SEO მეთოდები - მხოლოდ Google-ის გაიდლაინებთან შესაბამისი SEO მომსახურება
  • ფიქსირებული ფასი - არანაირი ფარული გადასახადი. იხილეთ ჩვენი SEO ოპტიმიზაციის ფასები
  • ლოკალური ექსპერტიზა - ვიცნობთ ქართულ ბაზარს, ქართულ საძიებო ქცევებს და ლოკალურ კონკურენციას
SEO სააგენტო Infinity - პროფესიონალური გუნდი

კლიენტების შეფასებები

5.0 ★★★★★
9 Google review-ი, ყველა 5-ვარსკვლავიანი
ნახეთ შეფასებები Google-ზე
📋 პრაქტიკული გზამკვლევი

როგორ აირჩიოთ SEO სააგენტო - 6 კრიტერიუმის მიხედვით

გადახედეთ ამ ჩამონათვალს ნებისმიერ სააგენტოსთან თანამშრომლობის დაწყებამდე. Infinity თითოეულ კრიტერიუმს კონკრეტული პასუხით პასუხობს და გაჩვენებთ, რა კითხვები უნდა დაუსვათ პოტენციურ პარტნიორს.

1

რეალური ქეისები ციფრებით

აქვს სააგენტოს ცნობილი კლიენტები და კონკრეტული შედეგები, თუ მხოლოდ ზოგად დაპირებებზე საუბრობს?

Infinity: New Balance, Diplomat, Synevo, Malongo, L'Occitane - 12+ ცნობილი ბრენდი. შედეგები: +220% ორგანული ზრდა, TOP-3 პოზიცია 42 საკვანძო სიტყვაზე.
2

გამჭვირვალე ანგარიშგება

გაწვდით სააგენტო ყოველთვიურ ანგარიშს Google Search Console-ისა და GA4-ის მონაცემებზე დაყრდნობით, თუ მხოლოდ გეუბნებათ, რომ „რაღაცებს აკეთებს"?

Infinity: ყოველთვიური ანგარიში GSC-ისა და GA4-ის dashboard-ით, საკვანძო სიტყვების პოზიციები, ტრაფიკის ცვლილება და კონვერსიების მონაცემები.
3

ფიქსირებული ფასი

ფასი წინასწარ ცნობილია, თუ ფარული დამატებითი ხარჯებით ყოველ ეტაპზე ახალი თანხა ემატება?

Infinity: 400₾ / 600₾ / 1000₾ პაკეტები წინასწარ არის განსაზღვრული. Enterprise scope მორგებულია კლიენტის საჭიროებებზე, ფარული გადასახადების გარეშე.
4

რეალისტური ვადები

თუ სააგენტო გპირდებათ „გარანტირებულ #1 პოზიციას 1 თვეში", ეს red flag-ია. SEO-ს რეალისტური ვადა 3-6 თვეა.

Infinity: 1-3 კვირაში მცირე გაუმჯობესება, 3-6 თვეში ტრაფიკის ზრდა, 6+ თვეში ძლიერი გრძელვადიანი შედეგი.
5

White-Hat მეთოდები

იცავს სააგენტო Google Webmaster Guidelines-ს, თუ black-hat tactics-ს იყენებს: PBN, link schemes, keyword stuffing?

Infinity: 100% white-hat მიდგომა. Google Search Console-ში ვერიფიცირებული მონაცემები, ჯარიმების გარეშე და მდგრადი გრძელვადიანი სტრატეგია.
6

გრძელვადიანი თანამშრომლობა

რჩებიან კლიენტები სააგენტოსთან, თუ 3 თვის შემდეგ მიდიან?

Infinity: თანამშრომლობის საშუალო ხანგრძლივობა - 2+ წელი. რამდენიმე კლიენტთან 5+ წელია ვთანამშრომლობთ, მათ შორის New Balance და Synevo.

🎯 რას ვერ აკეთებს SEO

კარგი სააგენტო მოლოდინებს თავიდანვე სწორად აყალიბებს. სანამ კონტრაქტს ხელს მოაწერთ, იცოდეთ:

  • SEO არ არის ერთთვიანი კამპანია - რეალური შედეგების დასანახად, როგორც წესი, მინიმუმ 3-6 თვეა საჭირო.
  • SEO არ ცვლის სუსტ პროდუქტს ან მომსახურებას - თუ პროდუქტი ან სერვისი კონკურენტუნარიანი არ არის, ტრაფიკი კონვერსიად ვერ გადაიქცევა.
  • SEO ცვალებადი პროცესია - Google-ის ალგორითმის განახლებები ხშირად ხდება, რის გამოც პოზიციები შეიძლება დროებით შეიცვალოს. აღდგენის პროცესსაც დრო სჭირდება.
  • SEO სრულად არ ცვლის PPC რეკლამას - სწრაფი ტრაფიკისა და მოკლევადიანი გაყიდვებისთვის Google Ads ხშირად აუცილებელია. SEO კი გრძელვადიან შედეგზე მუშაობს.

SEO სააგენტო: სრული გზამკვლევი ქართული ბიზნესისთვის

SEO სააგენტოს არჩევა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ამ გზამკვლევში გავარჩევთ, რა არის SEO, როგორ მუშაობს პროფესიონალური სააგენტო და რას უნდა ელოდოთ თანამშრომლობისგან. ჩვენი მიზანია, მიიღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, ჩვენთან იმუშავებთ თუ სხვა გუნდთან.

რა არის SEO და რატომ სჭირდება ბიზნესს

SEO ოპტიმიზაცია (Search Engine Optimization) არის პროცესი, რომელიც საიტს ეხმარება Google-ისა და სხვა საძიებო სისტემების შედეგებში უკეთ გამოჩენაში. მომხმარებლების უმეტესობა საჭირო პროდუქტსა და სერვისს სწორედ ძიებით პოულობს, ამიტომ მაღალი პოზიცია პირდაპირ უკავშირდება ახალ კლიენტებსა და გაყიდვებს. ფასიანი რეკლამისგან განსხვავებით, ორგანული ტრაფიკი ბიუჯეტის ამოწურვისთანავე არ წყდება, რაც SEO-ს გრძელვადიან ინვესტიციად აქცევს.

როგორ მუშაობს SEO სააგენტო

პროფესიონალური SEO სააგენტო მუშაობას იწყებს არა ვარაუდით, არამედ მონაცემებით. ყოველი პროექტი იწყება საიტის ღრმა SEO აუდიტით და კონკურენტული ანალიზით, რის საფუძველზეც იქმნება ინდივიდუალური სტრატეგია. ტიპიური პროცესი ასე გამოიყურება:

  • აუდიტი: საიტის ტექნიკური ნაწილის, კონტენტისა და ბმულების შემოწმება ხარვეზებისა და შესაძლებლობების გამოსავლენად.
  • სტრატეგია: საკვანძო სიტყვების კვლევა და მკაფიო KPI-ების განსაზღვრა.
  • იმპლემენტაცია: ტექნიკური გამოსწორებები, კონტენტის ოპტიმიზაცია და ბმულების მოპოვება.
  • მონიტორინგი: ყოველთვიური ანგარიშგება და სტრატეგიის კორექტირება შედეგების მიხედვით.

SEO-ს ძირითადი მიმართულებები

სრულფასოვანი SEO რამდენიმე ურთიერთდაკავშირებულ მიმართულებას აერთიანებს. თითოეული მნიშვნელოვანია გრძელვადიანი შედეგისთვის:

  • ტექნიკური SEO: საიტის სიჩქარე, ინდექსაცია, მობილური ადაპტაცია და Core Web Vitals. ეს არის ფუნდამენტი, რომელზეც დანარჩენი დგას.
  • On-Page SEO: სათაურები, მეტა-ტეგები, შინაარსისა და შიდა ბმულების ოპტიმიზაცია.
  • კონტენტ-მარკეტინგი: სასარგებლო, კითხვებზე ორიენტირებული კონტენტი, რომელიც ბუნებრივად იზიდავს მომხმარებელსა და ბმულებს.
  • ბექლინკები: სხვა საიტებიდან მიღებული ხარისხიანი ბმულები, რომლებიც დომენის ავტორიტეტს ზრდის.

ამ ტერმინების უკეთ გასაგებად იხილეთ ჩვენი SEO ლექსიკონი, სადაც 70-ზე მეტი SEO ცნებაა ქართულად განმარტებული.

ლოკალური SEO თბილისში

თუ თქვენი ბიზნესი კონკრეტულ რეგიონში მოქმედებს, ლოკალური SEO განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ის მოიცავს Google Business Profile-ის ოპტიმიზაციას, NAP (სახელი, მისამართი, ტელეფონი) თანმიმდევრულობას, ლოკალურ საკვანძო სიტყვებსა და მიმოხილვების მართვას. ქართულ ბაზარზე სწორად აწყობილი ლოკალური SEO ხშირად სწრაფ შედეგს იძლევა, რადგან კონკურენცია ბევრ ნიშაში ჯერ კიდევ ზომიერია.

რამდენ ხანში ჩანს SEO-ს შედეგი

SEO გრძელვადიან შედეგზე მუშაობს და მისი ეფექტი ეტაპობრივად ვლინდება. როგორც წესი, პირველი ცვლილებები 1-დან 3 კვირამდე ჩანს, მნახველების ზრდა 3-დან 6 თვემდე, ხოლო ძლიერი, მდგრადი შედეგი 6 თვის შემდეგ. კონკრეტული ვადა დამოკიდებულია საიტის საწყის მდგომარეობაზე, კონკურენციასა და სტრატეგიის თანმიმდევრულ შესრულებაზე. ვინც ერთ თვეში არარეალისტურ შედეგებს გპირდებათ, სიფრთხილით უნდა შეაფასოთ.

AI ეპოქა და SEO-ს მომავალი

ხელოვნური ინტელექტი ცვლის იმას, როგორ ეძებენ ადამიანები ინფორმაციას. ChatGPT, Google AI Overviews და Gemini უკვე გავლენას ახდენენ ძიებაზე, რაც ქმნის ოპტიმიზაციის ახალ მიმართულებებს. იხილეთ ჩვენი სტატია AI SEO, GEO და AEO-ს შესახებ, რომელიც დაგეხმარებათ მოამზადოთ საიტი AI ეპოქის ძიებისთვისაც.

რას მოიცავს ჩვენი SEO მომსახურება

ჩვენი SEO სააგენტო კლიენტებს სთავაზობს სრულ მომსახურებას - ტექნიკური აუდიტიდან ყოველთვიურ ანგარიშგებამდე. პაკეტი ყოველთვის ბიზნესის სპეციფიკაზეა მორგებული, ფიქსირებული ფასით და ფარული გადასახადების გარეშე. დაგვიკავშირდით უფასო კონსულტაციისთვის და გავარკვევთ, რა სჭირდება სწორედ თქვენს საიტს Google-ში უკეთ გამოსაჩენად.

ხშირად დასმული კითხვები

რა არის SEO?
SEO (Search Engine Optimization) არის ვებსაიტის ოპტიმიზაციის პროცესი, რომელიც საიტს ეხმარება Google-ში მაღალი პოზიციის დაკავებაში. ის მოიცავს:
  • საკვანძო სიტყვების კვლევას
  • კონტენტის გაუმჯობესებას
  • საიტის ტექნიკურ გამართვას
  • ბმულების (backlink) აშენებას
შედეგად, საიტი იზიდავს მეტ ორგანულ (უფასო) ვიზიტორს.
რამდენი ჯდება SEO ოპტიმიზაცია?
SEO სააგენტოს სასტარტო ბიუჯეტი 400 ლარიდან იწყება ერთგვერდიანი საიტისთვის. სავიზიტო საიტი 600 ლარიდან, ხოლო ონლაინ მაღაზია - 1,000 ლარიდან. არასტანდარტულ ქეისებში SEO ოპტიმიზაციის ფასი ინდივიდუალურად დგინდება.
რა ვადაში ჩანს SEO-ს შედეგები?
SEO-ს შედეგები ეტაპობრივად ჩანს:
  • 1–3 კვირა: პირველი ტექნიკური გაუმჯობესებები
  • 3–6 თვე: ორგანული ტრაფიკისა და პოზიციების ზრდა
  • 6+ თვე: მდგრადი, გრძელვადიანი შედეგები და ტოპ-პოზიციები
ზუსტი ვადა დამოკიდებულია კონკურენციასა და საიტის საწყის მდგომარეობაზე.
რატომ უნდა ვითანამშრომლო SEO სააგენტოსთან?
SEO სააგენტო გთავაზობთ პროფესიონალურ გამოცდილებას, სპეციალიზებულ ინსტრუმენტებს, მუდმივ მონიტორინგს და შედეგზე ორიენტირებულ სტრატეგიას. ჩვენი SEO მომსახურება მოიცავს სრულ ოპტიმიზაციას.
რა არის ტექნიკური SEO და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?
ტექნიკური SEO მოიცავს საიტის სტრუქტურის, სიჩქარის, მობილური ადაპტაციისა და ინდექსაციის ოპტიმიზაციას. თუ საიტს ტექნიკური პრობლემები აქვს, Google ვერ ახერხებს მის სწორად წაკითხვასა და შეფასებას. ჩვენი SEO სააგენტო ტექნიკურ აუდიტს ყოველი პროექტის დასაწყისში ატარებს. გაიგეთ მეტი ტექნიკური SEO-ს შესახებ.
რა განსხვავებაა SEO-სა და Google Ads-ს შორის?
Google Ads იძლევა სწრაფ შედეგს, თუმცა ბიუჯეტის ამოწურვისთანავე ტრაფიკი წყდება. SEO ოპტიმიზაცია კი გრძელვადიან შედეგზე მუშაობს - სწორად მიღწეული პოზიციები ხშირად თვეების განმავლობაში ინარჩუნებს ეფექტს. საუკეთესო სტრატეგია ორივეს კომბინაციაა. წაიკითხეთ SEO და Google Ads-ის დეტალური შედარება.
როგორ ავირჩიოთ სწორი SEO სააგენტო?
სწორი SEO სააგენტოს ასარჩევად შეამოწმეთ:
  • რეალური ქეისები და გაზომვადი შედეგები
  • გამჭვირვალე, ყოველთვიური ანგარიშგება
  • მხოლოდ White-Hat (Google-ის წესების დაცვა) მეთოდები
  • ფიქსირებული ფასი ფარული გადასახადების გარეშე
  • გრძელვადიან თანამშრომლობაზე ორიენტაცია
მოერიდეთ მათ, ვინც #1 პოზიციას 1 თვეში გპირდებათ — ეს არარეალურია. სააგენტო თუ ფრილანსერი - დეტალური შედარება.
რა არის ლოკალური SEO და ვის სჭირდება ის?
ლოკალური SEO ბიზნესს ადგილობრივ ძიებაში გამოჩენაში ეხმარება. ის მოიცავს Google Business Profile-ის ოპტიმიზაციას, ლოკალური საკვანძო სიტყვების გამოყენებასა და მიმოხილვების მართვას. ლოკალური SEO განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში მოქმედებენ. ლოკალური SEO-ს სრული გზამკვლევი.
რა განსხვავებაა On-Page და Off-Page SEO-ს შორის?
On-Page SEO არის ყველაფერი, რასაც უშუალოდ თქვენს საიტზე ვაკეთებთ - სათაურები, კონტენტი, შიდა ბმულები, მეტა-ტეგები და გვერდების სტრუქტურა. Off-Page SEO კი საიტის გარეთ მიმდინარე აქტივობებს მოიცავს, პირველ რიგში, ხარისხიანი ბექლინკების მოპოვებას სხვა საიტებიდან. ორივე მიმართულება ერთად მუშაობს და ერთმანეთს ავსებს.
სჭირდება თუ არა მცირე ბიზნესს SEO?
დიახ. ხშირ შემთხვევაში, მცირე ბიზნესი SEO-სგან განსაკუთრებით დიდ სარგებელს იღებს, რადგან ლოკალურ ძიებაში კონკურენცია შედარებით ზომიერია. სწორად აწყობილი ლოკალური SEO მცირე ბიზნესს ეხმარება, გამოჩნდეს მომხმარებლის წინაშე ზუსტად მაშინ, როცა ის კონკრეტულ სერვისს ან პროდუქტს ეძებს.
რა არის საკვანძო სიტყვების კვლევა?
საკვანძო სიტყვების კვლევა არის პროცესი, რომლის დროსაც ვადგენთ, რა სიტყვებითა და ფრაზებით ეძებენ მომხმარებლები თქვენს პროდუქტს ან სერვისს. სწორად შერჩეული საკვანძო სიტყვები მთელი SEO სტრატეგიის საფუძველია - მათ გარეშე ოპტიმიზაცია მხოლოდ ვარაუდებზე იქნებოდა აგებული. გაიგეთ მეტი საკვანძო სიტყვების კვლევაზე.
შემიძლია თუ არა SEO თავად გავაკეთო?
საბაზისო SEO ნაბიჯების შესრულება დამოუკიდებლადაც შესაძლებელია, თუმცა კონკურენტულ ნიშებში პროფესიონალური მიდგომა, სპეციალიზებული ინსტრუმენტები და გამოცდილება მნიშვნელოვან განსხვავებას ქმნის. SEO სააგენტო გიზოგავთ დროს და გეხმარებათ ხშირი შეცდომების თავიდან აცილებაში.
რა არის Core Web Vitals?
Core Web Vitals არის Google-ის მაჩვენებლების ნაკრები, რომელიც საიტის სიჩქარესა და მომხმარებლის გამოცდილებას აფასებს - მათ შორის ჩატვირთვის სიჩქარეს, ინტერაქტიულობასა და ვიზუალურ სტაბილურობას. ეს მაჩვენებლები მნიშვნელოვანია SEO-სთვის, განსაკუთრებით მობილურ ძიებაში. გაიგეთ მეტი Core Web Vitals-ის შესახებ.

მზად ხართ Google-ის #1-ისკენ?

მიიღეთ უფასო SEO აუდიტი და კონსულტაცია. INFINITY SEO გუნდი დაგეხმარებათ ორგანული ზრდის სტრატეგიის აწყობაში.

დაგვიკავშირდით

მიიღეთ უფასო SEO კონსულტაცია ჩვენი SEO სააგენტოსგან

მისამართი
თამარაშვილის 13ა, თბილისი
ტელეფონი
+995 577 46 27 91
ელ-ფოსტა
info@infinity.ge
SEO სპეციალისტი - Infinity SEO სააგენტო
გუნდი

Infinity SEO-ის დამფუძნებლები

10+ წლიანი გამოცდილება, 50+ დასრულებული პროექტი — ადამიანები, რომლებიც დგანან რეალური, გაზომვადი შედეგების უკან.

ედგარ აკოფოვი — Infinity SEO-ის დამფუძნებელი

ედგარ აკოფოვი

დამფუძნებელი

Infinity Solutions-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. აქტიურად მონაწილეობს ბიზნეს ფორუმებსა და მედიაპროექტებში ციფრული ტრანსფორმაციის, ხელოვნური ინტელექტისა და ბრენდების განვითარების მიმართულებით.

LinkedIn
გიორგი ძველაია — Infinity SEO-ის თანადამფუძნებელი

გიორგი ძველაია

თანადამფუძნებელი

Infinity Solutions-ის თანადამფუძნებელი. სააგენტო ციფრულ ბაზარზე 11 წელზე მეტია ოპერირებს და განხორციელებული აქვს 500+ წარმატებული პროექტი ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდებისთვის.

LinkedIn